fbpx
საზოგადოება

“სიტუაცია აბსოლუტურად უკონტროლოა, ყველა ოჯახში არის ერთი ინფიცირებული” – თესალონიკის მერი

თესალონიკის მერი, კონსტანტინოს ზერვასი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ქალაქში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“თესალონიკში სიტუაცია კონტროლის არიდან არის გასული. ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც ყველა ოჯახში არის ერთი ინფიცირებული მაინც. ეს კი თვითკმაყოფილების და მოდუნების ბრალია.

ვიმედოვნებთ, რომ ზომები გამოიღებს შედეგს. მინდა მოვიყვანო ისრაელის მაგალითი, სადაც ხალხი შესაძლოა დაიღალა მკაცრი ზომებით მარტის შემდეგ, მაგრამ ამ დროისთვის არსებობს დისციპლინა და ვირუსის გავრცელება შეზღუდულია. 

მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ყველა დაზარალებულზე და საუბარია არა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ მათზეც, ვინც სამსახური დაკარგა, რათა როდესაც ეს საშინელი თავგადასავალი დასრულდება, ყველა მშვიდად დაუბრუნდეს საკუთარ სამუშაოს. ამისთვის მუნიციპალიტეტები და მთავრობა იმუშავებს,” აცხადებს ზერვასი.

 

 

onalem

ტესტ