fbpx
საზოგადოება

2020 წლის ბოლოს ახალი მეტროს ხაზი მთელ თესალონიკს დაფარავს

“2020 წლის ბოლოს, თესალონიკს ექნება მეტრო, რომელიც “ნეა ელვეტიადან” დაიწყება და “ახალი რკინიგზის სადგურამდე” მიაღწევს”, – განაცხადა ატიკოს მეტროს თავმჯდომარემ, იანის მილოპულოსმა.

ბატონმა მილოპულოსმა აღნიშნა: “ჩვენ უსაფრთხოების იმ დონეზე ვართ, რომ თავისუფლად შეგვიძლია ახალი მეტროს ხაზის დაგეგმვა”.

“ასე რომ,” – თქვა მან, “ამ ეტაპისთვის სატესტო მატარებლებს გავუშვებთ, 2020 წლის ბოლოს კი, თესალონიკს სრულყოფილი მეტრო ექნება.”

“თესალონიკის მუნიციპალიტეტის დამსახურებით, რომელიც სამუშაოებში მთელი მონდომებითაა ჩართული, მეტროს ხაზი აღმოსავლეთით და დასავლეთით გაგრძელდება. ამას გარდა, ჩვენ თესალონიკის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და დიდი დასახლება, ტუმბაც არ დავივიწყეთ. ასე, რომ სამომავლოდ ტუმბას აუცილებლად ექნება მეტრო,” – აღნიშნა მეტროს თავმჯდომარემ.

onalem

ტესტ