fbpx
კრიმინალი

5 სასიკვდილო ჭრილობა 28 წლის კირიაკის და მისი მკვლელის მამის ბოდიში ოჯახს

როგორც უკვე ცნობილია, 39 წლის მამაკაცი, რომელმაც 28 წლის კირიაკი გუშინ ღამით დანით სასტიკად მოკლა, დაკავებულია და ხუთშაბათამდე აქვს მიცემული ვადა, რომ ოფიციალური ჩვენება მისცეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, მშვიდ გონებაზე, იარაღის ტარება და ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, პირადი მოხმარების მიზნით.

როგორც ექსპერტიზა აჩვენებს, 28 წლის გოგონას დანით 5 სასიკდვილო ჭრილობა აქვს მიყენებული, ზურგისა და მუცლის არეში. მისი ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. თავად 39 წლის მამაკაცმა, როგორც ჩანს, თავდასხმის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, მოგვიანებით კი, დააკავეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

მეორეს მხრივ, 39 წლის მამაკაცის მამა ბოდიშს უხდის კირიაკის ოჯახს და ამბობს, რომ გოგონა თავისი შვილივით ჰყავდა. მისი განცხადებით, ვერ ხვდება რატომ და როგორ შეეძლო მის ვაჟს, ასეთი რამის ჩადენა: “დიდ ბოდიშს ვუხდი კირიაკის ოჯახს, არ ვიცი, რატომ ჩაიდინა ეს ჩემმა ვაჟმა. არაფერი ვიცი. გოგონა ჩემი შვილივით მყავდა და ძალიან მიყვარდა,” ამბობს მამაკაცი.

onalem

ტესტ