fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მკვლელობა ათენში: 47 წლის ქალი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს – მიზეზი, სავარაუდოდ, თანხა იყო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, მოსხატოს ტერიტორიაზე მომხარი მკვლელობის ბრალდებით 47 წლის ქალი დააკავეს. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ნახა, რომ 50 წლის მამაკაცი ქამრით იყო ჩამომხრჩვალი, ხოლო ქალი იქ იმყოფებოდა. მან მოგვიანებით აღიარა, რომ მამაკაცს თვითმკვლელობაში “დაეხმარა”, რადგან სკამი გამოუწია, რომ ვერ გადარჩენილიყო.

47 წლის ქალი საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ მამაკაცი სადაზღვევო აგენტი და ბუღალტერი იყო და მისი ვალი ჰქონდა. სახლში მიაკითხა, რათა აღნიშნულ საკითხზე ესაუბრათ, მაგრამ მამაკაცს თანხის დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა და ამის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კამათის დროს თავის მოკვლით დაემუქრა და ქამარი, რომელიც ჩამოკიდებული ჰქონდა, ყელზე მოიხვია. შემდეგ კი, როგორც ბრალდებული ამბობს, სკამი გამოუწია, რომ თავი ნამდვილად ჩამოეხრჩო.

აღნიშნულ ინციდენტამდე, ქალის ჩვენების მიხედვით, იმავე ქამრით სცადა მისი დახრჩობა, თუმცა, საქმე ბოლომდე არ მიუყვანია, სწორედ ამის შემდეგ თქვა მამაკაცმა, რომ აღარ შეეძლო ამ მდგომარეობის გაძლება და თავი უნდა მოეკლა.

ამრიგად, საერთო ჯამში, ეს იყო თვითმკვლელობაც და მკვლელობაც, საქმის ზუსტი დეტალების გამოსაძიებლად კი, პოლიცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

onalem

ტესტ