fbpx
საბერძნეთი

ევია თეთრად შეიმოსა – თოვა დაიწყო ატიკის ჩრდილოეთითაც

კვირას საღამოდან ევიაში თოვს და დღეს თეთრი საფარი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. კლიმატურმა ფენომენმა, “ავღი”, მოიტანა უხვი ნალექი, თოვლის სახით და ედიფსოს მუნიციპალიტეტში სოფლები თეთრად შეიმოსა.

გავრცელებული კადრები ნამდვილად შთამბეჭდავია და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ თოვა დაიწყო ატიკის რეგიონის ჩრდილოეთითაც.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ატიკაში სერიოზული პრობლემების შექმნა არ არის მოსალოდნელი, თუმცა, სავარაუდოდ, თოვლის საფარი, მოკლე ვადით მაინც, პალინშიც გველის, რომ აღარ ვისაუბროთ უფრო ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებზე.

onalem

ტესტ