fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 31 შეიარაღებული ძარცვისთვის დაკავებულია ორი მამაკაცი

პოლიციამ ნაღდი ფულის სახით 35, 000 ევრო ამოიღო. ათობით შეიარაღებული ძარცვისთვის დაკავებულია 2 ადამიანი. მათგან ერთი, 32 წლის მამაკაცი, ბულგარეთის მოქალაქეა, მეორე 29 წლის მამაკაცი კი საბერძნეთის მოქალაქე, ხოლო კიდევ ერთი 38 წლის ბერძენი იდენტიფიცირებულია, როგორც მათი მოკავშირე.

მათი ზედმეტსახელებია ”მაღალი” და “დაბალი”, ვინაიდან მათი სიმაღლე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ერთი მათგანი 1,80 მეტრია, ხოლო მეორე 1,65 მეტრი. ისინი ძარცვავდნენ სუპერმარკეტებს, კაფეებს, OPAP-ის ოფისებს, სწრაფი კვების ობიექტებს და მაღაზიებს.

საერთო ჯამში ძარცვების რაოდენობა 31-ს შეადგენს, საიდანაც 11-ჯერ თავს დაესხნენ OPAP-ის ოფისებს, ხოლო 10-ჯერ სუპერმარკეტებს. ისინი გუშინ დააკავეს.

მათ სახლში აღმოაჩინეს იარაღები, ვაზნები, მოპარული ტანსაცმელი, მცირე რაოდენობით ნარკოტიკები, ლეპტოპი.

კრიმინალური საქმეების შესასრულებლად იყენებდნენ მოტოციკლს.

onalem

ტესტ