fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შრომის სამინისტრო დამსაქმებლებს მოუწოდებს თანამშრომლების უსაფრთხოების ზომები დაიცვან

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შრომის სამინიტრო ავრცელებს განცხადებას, რომლებიც მიმართულია დამსაქმებლების მისამართით. კერძოდ, შრომის სამინისტრო მოუწოდებს დამსაქმებლებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად და გაითვალისწინონ ყველა ის გარემოება, რომელშიც შეიძლება უამინდობის პირობებში აღმოჩნდნენ.

ძირითადად საუბარია ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ ღია ცის ქვეშ და ისეთ სამსახურებში, რომლებზეც გავლენას ახდენს ამინდის პირობები. ამას გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს გადაადგილების პრობლემაც, სადაც თოვლის საფარმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას.

დამსაქმებელი ვალდებულია, რომ თუ თანამშრომელი ამინდის პირობების გამო სამსახურში ვერ გამოცხადდება, იმ დღის თანხა ჩვეულებრივად გადაუხადოს, ხოლო კონკრეტულ სამსახურებში მუშაობა საერთოდ უნდა შეწყდეს თოვლიდან გამომდინარე.

 

onalem

ტესტ