fbpx
საბერძნეთი

სკანდალი კონსტანტინოს პოლიხრონოპულოს საქმეზე: 7,500 ევრო ბუზუკებში და 140,000 ევრო “საჩუქრად”, რომელიც არავის უნახავს

მამა ანტონიოს შემდეგ, საბერძნეთში ბომბივით გასკდა ამბავი კონსტანტინოს პოლიხრონოპულოს მხრიდან მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. პოლიხრონოპულო ყველასთვის ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია “სხვა ადამიანის” უკან დგას და ათასობით გაჭრვებულს ეხმარება წლების მანძილზე.

როგორც ირკვევა, პოლიხრონოპულოს ხელში მილიონობით ევრომ გაიარა და კითხვის ნიშნები დგას იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად სად მიდიოდა და რას ხმარდებოდა უზარმაზარი თანხები. ორგანიზაციის ყოფილი მოხალისე მედიასთან სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:

“ამ ორგანიზაციაში მოხალისედ ვიყავი, რადგან ბინის პრობლემები მქონდა და ამ პერიოდში რაც ვნახე, ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია. ხალხს მოჰქონდა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის საკვები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები, ზოგს ვამზადებდით, ზოგს კი, ვინახავდით, უფრო ისეთ საკვებს, როგორიც მაგალითად ხორცია. ვხედავდი, რომ ამ ხორცს თავის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ურიდებდა, საერთოდ, არ მგონია, რომ ამ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე პოლიხრონოპულოს ან მის ოჯახის წევრებს ოდესმე ხორცი ეყიდოთ თავიანთი თავისთვის.

ამას გარდა, იყო შემთხვევა, როდესაც მითხრეს, წავსულიყავი და 7,500 ევრო მომეხსნა ანგარიშიდან, რათა ბუზუკებში უნდოდათ წასვლა და ეს კონკრეტული რაოდენობის თანხა დასჭირდებოდათ.

ასევე ვიცი, რომ ბერძენ-ამერიკელისგან ორგანიზაციას საჩუქრად გადმოეცა 140.000 ევრო, რომელიც თვალით არავის უნახავს და არავინ ვიცით, ვის მოხმარდა ეს თანხა. მე თავად მქონდა ბინის პრობლემა და ამ ადამიანს მოვუყევი ამის შესახებ, მაგრამ მიპასუხა, რომ 140.000 ევრო ჩარიცხა და არ მენერვიულა საცხოვრებლის ხარჯებზე. როცა ბერძენ-ამერიკელი წავიდა, პოლიხრონოპულოს ვკითხე, თუ სად წავიდა ეს თანხა და მიპასუხა, რომ უკეთესი იქნებოდა ორგანიზაცია დამეტოვებინა,” ამბობს მოხალისე.

onalem

ტესტ