fbpx
საბერძნეთი

ამინდის ორმაგი სახე საბერძნეთში – მეცოვოში თოვლია, როდოსზე კი, ხალხი ზღვაში ბანაობს

საბერძნეთში კვლავ უჩვეულო ზამთარი ნარჩუნდება და იანვრის მიწურულს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პირობები გვაქვს. კონტრასტი, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, საკმაოდ დიდია.

კერძოდ, მაგალითად: მეცოვოს ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ 3 გრადუსი ფიქსირდება და თოვლია მაშინ, როცა კუნძულ როდოსზე ჰაერის ტემპერატურა 16-17 გრადუსს აღწევს და ხალხი ზღვაში ბანაობით ტკბება.

მეცოვოში 20:00 საათის შემდეგ თოვა კიდევ უფრო უხვი იქნება და მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება.

შემდეგი კადრებია როდოსზე, სადაც ტემპერატურამ მინიმუმ 16 გრადუსს მიაღწია და ზღვაში ბანაობის მოყვარულებმა მაშინვე სანაპიროებს მიაშურეს, ასაკის განურჩევლად.

onalem

ტესტ