fbpx
საბერძნეთი

ათენისკენ მომავალი თვითმფრინავის პილოტმა აეროპორტს ბომბის შესახებ აცნობა – სპეცრაზმი აეროპორტში და საბრძოლო ხომალდები

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათენის აეროპორტში დაჯდა ხომალდი, რომელმაც მანამდე აეროპორტს გამოუგზავნა შეტყობინება, რომ ბორტზე ბომბი იყო.

არსებული ცნობებით, საუბარია კომპანია Ryanair-ის პოლონეთიდან მომავალ ბოინგზე, რომელიც აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა და სპეციალურ ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, რომელიც პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, აფრინდნენ როგორც ბერძნულ F-16-ები, ასევე უნგრული საბრძოლო ხომალდები, ხოლო აეროპორტში ბერძნული სპეცრაზმია მობილიზებული.

დეტალური ინფორმაცია, ნამდვილად არის თუ არა ბორტზე ბომბი, რამდენიმე ხანში გავრცელდება.

როგორც მედია იუწყება, თვითმფრინავში 192 მგზავრი იმყოფება.

onalem

ტესტ