fbpx
საბერძნეთი

საკონდიტროს თანამშრომელმა საფულე იპოვა, რომელშიც 2.000 ევრო იდო და დაუყოვნებლივ მოძებნა პატრონი თანხის დასაბრუნებლად

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნავპლიოში მოხდა, სადაც ერთ-ერთ საკონდიტროში მოხუც მამაკაცს საფულე დარჩა.

როგორც ირკვევა, მოხუცმა სასურველი ტკბილეული იყიდა, თანხა გადაიხადა, თუმცა, საფულე დარჩა და იქიდან ისე გავიდა, რომ ვერ გააცნობიერა დანაკარგი. საკონდიტროს თანამშრომელმა ქალბატონმა საკმაო დროის შემდეგ იპოვა მოხუცის საფულე და ვინაიდან მისი მეუღლე საგზაო პოლიციის ოფიცერია, საფულეში არსებული დოკუმენტაციის საშუალებით მისი მოძებნა სთხოვა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საფულეში 2.000 ევრო იდო. ქალის მეუღლემ რამდენიმე საათში დაადგინა მოხუცის მისამართი და საფულე სახლში მიუტანეს, თანხა უკლებლივ იდო და ცხადია, ყველა მისი საბუთიც. მამაკაცმა მათი ქმედების გამო ცრემლი ვერ შეიკავა და დიდი მადლობა გადაუხადა პატიოსნებისა და ჰუმანურობის გამოჩენისთვის.

onalem

ტესტ