fbpx
საბერძნეთი

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ათენს 112.000 ადამიანი ტოვებს – “დიდი გასვლა” პირეადან

აგვისტო მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის შვებულების თვეა და თუ ატიკის პორტებში გადაადგილების ტენდენციას დავაკვირდებით, გასაგები გახდება, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება კუნძულებისკენ.

როგორც ცნობილია, წინა კვირებში პორტებში ათასობით ადამიანი ფიქსირდებოდა, ყოველ შაბათ კვირას გადიოდა 70.000-80.000 ადამიანი, მაგრამ აგვისტოს თვის მხოლოდ პირველი შაბათ-კვირა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და ათენს 112.000 ადამიანი დატოვებს.

გემები პირეას, რაფინასა და ლავრიოს პორტებიდან 100%-იანი სისრულით ტოვებენ და ხორციელდება ათობით რეისი.

კერძოდ: პირეას პორტიდან განხორციელდება 71 რეისი, რაფინადან განხორციელდება 32 რეისი, ხოლო ლავრიოდან 27 რეისი, ჯამში, გემები ყველა რეისით 112.000-მდე ადამიანს გადაიყვანენ სასურველ მიმართულებებზე.

onalem

ტესტ