fbpx
საბერძნეთი

4 მაისს საბერძნეთში შესაძლოა კაფეები და რესტორნები გაიხსნას – ნახეთ, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში?!

ბერძნული მედია იმ გეგმის შესახებ იუწყება, რომელზეც ახლა კირიაკოს მიცოტაკის მთავრობა მუშაობს. ირკვევა, რომ საბერძნეთის მთავრობის მიზანია, გაიხსნას რესტორნები და კაფეები 4 მაისს, ანუ აღდგომის მომდევნო სამშაბათს.

ცხადია, აღნიშნული გახსნა არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში აღადგენენ მუშაობას, ძალაში მაინც დარჩება გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გაიხსნება მხოლოდ გარე ტერიტორიები ანუ მაგიდები და სკამები დაიდგმება გარეთ და მომხმარებლებს ამ სახით მოემსახურებიან.

ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ შემცირდეს სამუშაო საათებიც ანუ დაიკეტოს ისინი გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ.

გამომდინარე იქიდან, რომ რესტორნებისა და კაფეების შიდა ტერიტორიები არ იმუშავებს, შესაძლებელია, რომ დაიდგას დამატებითი მაგიდები გარეთ, თუ ფართობი ამის საშუალებას იძლევა. ის დაწესებულებები, რომელთაც არ აქვთ გარე სივრცე, არ გაიხსნებიან.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმი საბერძნეთში ოფიციალურად 14 მაისს იხსნება, მანამდე კი მთავრობას სურს, რაიმე გზით აამუშავოს სარესტორნო სფეროს დაწესებულებები, ვინაიდან დაკეტილი კაფეების და ტავერნების ფონზე ტურიზმის წარმატებით აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

 

onalem

ტესტ