fbpx
საბერძნეთი

დიდი დისკომფორტი ათენის მეტროს 1-ლი ხაზის მგზავრებისთვის – მამაკაცი 20 წუთის მანძილზე რელსებზე იწვა

დღეს შუადღეს ათენის მეტროს 1-ლი ხაზის მგზავრებს დიდი დისკომფორტი შეექმნათ, რადგან მატარებლის გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მემანქანემ შენიშნა, რომ ლიანდაგებზე მამაკაცი იწვა და მაშინვე გააჩერა მატარებელი, ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად.

ბერძნული მედია იუწყება, რომ მამაკაცი 20 წუთის მანძილზე იწვა რელსებზე და ΣΤΑΣΥ-ს თანამშრომელთა თხოვნისა და მცდელობების მიუხედავად, ადგილიდან არ იძვროდა. საბოლოოდ, ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ პოლიცია გამოეძახებინათ და ვიდრე ოფიცრები ადგილზე მივიდოდნენ, მამაკაცი გაიქცა.

მატარებლების გადაადგილება დაახლოებით 30 წუთი მაინც იყო შეჩერებული ფალირო-მოსხატოს მონაკვეთზე და მგზავრებს მთელი ამ დროის მანძილზე ადგილზე მოუწიათ გაჩერება, გაუსაძლისი სიცხის პირობებში.

 

onalem

ტესტ