fbpx
საბერძნეთი

Salt Bae: მიკონოზე ცნობილი შეფის, ნუსრეთის რესტორანი საგადასახადო დარღვევების გამო დაკეტეს

ყველა კარგად იცნობს თურქ შეფს, ზედმეტსახელით Salt Bae, რომელიც მიკონოზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანს ფლობს. ნუსრეთის სტეიკი საკმაოდ ძვირია, მაგრამ როგორც ჩანს, შემოსავლების დამალვა მოისურვეს და შემოწმების შედეგად რესტორანი დაიკეტა.

საგადასახადო სამსახური თურქი შეფის რესტორანს კვირის დასაწყისში ეწვია და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ 48 საათით დაკეტეს – აღმოჩნდა, რომ მოოქროვილი კერძების შეძენისას კლიენტებს ჩეკებს არ უჭრიდნენ. მაგალითისთვის: დადგინდა, რომ ერთი მაგიდიდან განხორციელებული შეკვეთისას დაახლოებით 1.000 ევროს ჩეკი არ მოჭრეს. მათდა სამწუხაროდ, კვირა დღემდე რესტორანში ყველა ჯავშანი გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ნუსრეთის რესტორანი 2019 წელსაც დაიკეტა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახალი გახსნილი იყო, ისევ მსგავსი დარღვევების გამო. მაშინ 34 მოუჭრელი ჩეკი აღმოაჩინეს, რომელთა ჯამური ღირებულება 25.800 ევრო იყო.

onalem

ტესტ