fbpx
საბერძნეთი

სირიელი მამაკაცი აგიოს პანტელეიმონას ეკლესიაში დანითა და ყურანით შევიდა, შემდეგ კი “ალაჰ აქბარ”-ს ყვიროდა

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს სირიელი მამაკაცი, რომელიც აგიოს პანტელეიმონას ეკლესიაში შევიდა და იმდენად უცნაურად იქცეოდა, რომ ერთ-ერთმა სტიქაროსანმა პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მობილიზებულმა ოფიცრებმა მამაკაცი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ყურანი და დანა.

არსებული ინფორმაციით, როდესაც პოლიციამ მისი შემოწმება და ჩხრეკა დაიწყო, მამაკაცმა დაიწყო ყვირილი და ამბობდა “ალლაჰ აკბარ”, რაც ძირითადად მუსულმანური რადიკალიზმის გამოვლინებაა ხოლმე. ოფიცრებმა მისი შეჩერება შეძლეს.

ამ დროისთვის სირიელი მიგრანტი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა ის რომელიმე ისლამურ დაჯგუფებას და ჰქონდა თუ არა რაიმე გეგმა.

onalem

ტესტ