fbpx
პოლიტიკა

“გაგრძელდება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ხელფასების მატება ეტაპობრივად” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე, ნიკოს ხაძინიკოლაუსთვის მიცემულ ინტერვიუში მრავალ სხვა საკითხთან ერთად, ისაუბრა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაზე და საბერძნეთის როლზე ამ ვითარებაში. მან აღნიშნა, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს თავი დაიცვას, მსგავსი შეტევების დროს.

“საბერძნეთს აქვს კონტაქტები არაბულ სამყაროსთან და ასევე სტრაგეტიული ურთიერთობა ისრაელთან, არავის დავუდანაშაულებივართ ორმაგ სტანდარტებში. ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ თურქეთის მხრიდან ჰამასის ქმედებების არ დაგმობა, საკმაოდ პრობლემური დამოკიდებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლოა ორმა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მე არ ვაპირებდი მხოლოდ ისრაელში ჩასვლას, მქონდა სხვადასხვა კონტაქტები საუდის არაბეთთან, ასევე, მივდივარ კაიროში.”

რაც შეეხება ინფლაციასა და სიძვირეს საბერძნეთში, პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ინფლაციის დასასრულის დასაწყისშია და საკმაოდ კარგად მიდის მისი ეკონომიკა, მოსახლეობის შემოსავლების ეტაპობრივი ზრდა ანუ ხელფასების ზრდა, დრო და დრო, არის ის, რაც მუდმივად შენარჩუნდება და მთავრომა ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს.

“მინდა მკაცრი მესიჯი გავუგზავნო ყველა იმ ბიზნესს, რომელიც უსაფუძვლოდ ზრდის ფასებს და საკუთარი მოგების მიზნით მოსახლეობის ჯიბეში ჰყოფს ხელს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფასი, რომელიც პროდუქტს ადევს, არანაირად არ შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას და ეს პროდუქტები იმ ქვეყნებშიც კი უფრო იაფია, სადაც ინფლაციის დონე საბერძნეთზე მაღალია. შესაბამისად, ნუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ასე დარჩება. საბერძნეთის ეკონომიკა ევროპის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად უკეთესია.”

onalem

ტესტ