fbpx
პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით 30 ან 31 მარტს გამოვა

კირიაკოს მიცოტაკის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევამ, საბერძნეთის პარლამენტში სასაუბროდ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საბერძნეთის მთავრობის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით.

საპარლამენტო წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბერძნულ პარლამენტში სიტყვით ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გამოვა.

კირიაკოს მიცოტაკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც უკრაინის მხარდაჭერაა ერთგვარი ვალდებულება, ასეთივე სავალდებულოა თითოეული ევროპელი მოქალაქის მხარდაჭერა, რომელიც ამ ომით ზარალდება.

“ჩვენ დავაწესეთ სანქციების ფართო პაკეტი და ამ სანქციებს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. რუსეთის ეკონომიკას 10%-იანი ზარალი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის, რაც რუსეთმა ბოლო ათწლეულის მანძილზე მოიხვეჭა, შესაძლოა მხოლოდ 1 წელიწადში დაკარგოს.

რაც შეეხება ენერგეტიკას, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ზომებმა, რომლებსაც ვიღებთ, უფრო მეტად ჩვენ არ დაგვაზარალოს, ვიდრე თავად რუსეთი. ყველამ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი.

უნდა ვაღიარო, რომ ნატოს სამიტზე ატმოსფერო საკმაოდ “ბნელი” იყო, ყველას გვესმის, რომ ჩვენი სამყარო შეიცვალა,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ