fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საათების გადაწევის დრო ახლოვდება – ნახეთ დეტალები!

შესაძლოა ამ პროცესმა უკვე ყველა ძალიან დაგვღალა, მაგრამ საათების გადაწევა წელსაც მოგვიწევს და ამის დრო უკვე მოახლოვდა. ზაფხულის დროზე გადასასვლელად საათებს კვლავ ერთი საათით წინ გადავწევთ.

2022 წელს საბერძნეთში საათებს მარტის ბოლო კვირას, 27 მარტს გადავწევთ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში დროის ცვლილების შეწყვეტის საკითხი 2021 წელს განიხილეს, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო კენჭისყრა აღარ გაგრძელებულა.

საბერძნეთში ზაფხულის დროზე გადასასვლელად საათები პირველად 1932 წელს გადასწიეს, კონკრეტულად 6 ივლისს და 1 სექტემბრამდე იყო ძალაში, თუმცა, ეს იდეა მალევე მიეცა დავიწყებას. შემდეგ კი, 1973 წელს ევროპაში დაწყებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ზაფხულის დროზე გადასვლის ტენდენცია ბევრმა ქვეყანამ აიტაცა და საბერძნეთში კვლავ შევიდა ძალაში 1975 წლიდან.

onalem

ტესტ