fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის განათლების მინისტრმა 17 წლის საიდუს საქმეში მასალა დაამატა – კერამეო ლტოლვილი ბავშვის გვერდით

მას შემდეგ, რაც 17 წლის საიდუ კამარას შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, როგორც ირკვევა, მისი საქმით საბერძნეთის განათლების მინისტრი, ნიკი კერამეო დაინტერესდა და შესაბამისი ზომები მიიღო, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ბიჭის მხარდასაჭერად.

როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, საიდუმ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელზეც სპეციალური საჩივარი უკვე დაიწერა. მიუხედავად ამისა, ნიკი კერამეომ სკოლის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით საიდუს საქმეში (ანუ მის საჩივარში) საკმაო მასალა დაამატა, რომელიც ბიჭის სასწავლო პროცესში და ზოგადად, სასკოლო მოღვაწეობაში აქტიურ ჩართულობას და მაღალ აკადემიურ მოსწრებას აღწერს, ამ ყველაფრით კი, იზრდება შანსი, რომ საიდუს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

მინისტრმა ამის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზეც კი დაწერა და ახლა, საიდუ, სკოლასთან და კერამეოსთან ერთად საბერძნეთის თავშესაფრის სასამხურისგან მეორე გადაწყვეტილების მოლოდინშია.

 

onalem

ტესტ