fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

ეპიდემიის პიკი საბერძნეთში: გრძელი რიგები აფთიაქებში ღორის გრიპის ვაქცინებზე

ღორის გრიპი ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტიურია და საბერძნეთი ვირუსით გარდაცვლილ უკვე ათობით ადამიანს ითვლის. როგორც ექსპერტები აცხადებენ ეპიდემიამ პიკს მიაღწია. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აფთიაქებში გრძელი რიგები დგას, მაგრამ ვაქცინა არ არის.

ბერძნული მედია კრეტაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით იუწყება, სადაც გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რაც მხოლოდ ერთი კუნძულისთვის უკიდურესად ბევრია. გარდაცვლილთა შორისაა 6 წლის გოგონაც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფთიაქებს ხალხი მხოლოდ ვაქცინის გამო აკითხავს და ამის გარდა არაფერს ითხოვენ.

ირაკლიოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, იანის ციკანდილაკი მკაცრად უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში არანაირი ვაქცინის დეფიციტი არ არის. ვაქცინების არ არსებობა იმით იხსნება, რომ საბერძნეთი მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში მარაგდება და წელს 20%-ით მეტი ვაქცინა შემოვიდა, ვიდრე გასულ წელს: “სწორედ ამიტომ პანიკა საჭირო არ არის.”

onalem

ტესტ