fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკის მიმართვა ემიგრანტ ბერძნებს, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ

კირიაკოს მიცოტაკიმ დღეს ონლაინ შეხვედრა გამართა საბერძნეთიდან ემიგრირებულ ბერძენთა ნაწილთან და გააკეთა ერთგვარი მოწვევა, ბერძენი ემიგრანტებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მისამართით, ვისაც სურს საბერძნეთში დაფუძნდეს და იმუშაოს. პრემიერმა მათ მოუწოდა, რომ გამოიყენონ უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც უახლოეს მომავალში ქვეყანაში იარსებებს და დაბრუნდნენ სამშობლოში.

“საბერძნეთის სახე იცვლება და გავბედავ და ვიტყვი, რომ იცვლება ბევრად სწრაფად, ვიდრე ამას მოველოდით და შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.

მხოლოდ ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნება, არ არის საკმარისი. გადავწყვიტეთ და ამ კვირის მანძილზე კონკრეტულ განცხადებებს გავაკეთებთ იმ წახალისებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო საკითხებთან.

ეს ეხებათ მათ, ვინც ბოლო წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მომავალ წელს გეგმავს საბერძნეთში დაბრუნებას. მომდევნო 7 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადი შემცირდება 50%-ით, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი სამსახური გადმოინაცვლებს საბერძნეთში, თუ ჩამოხვალთ, როგორც თვითდასაქმებული ან დასაქმებული პირი, სხვა პროფესიულ სამსახურში თქვენს ქვეყანაში.

ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი სტიმული და დიდი ნაბიჯია პანდემიის შემდეგ, რომ მოვიზიდოთ ემიგრანტები, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, საბერძნეთში დაბრუნდეს ადამიანური რესურსი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება,” განაცხადა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ