fbpx
პოლიტიკა

“შეწყვიტეთ პროვოკაციები, სხვა შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად გიპასუხოთ” – გაფრთხილება ანკარას ბრიუსელიდან

კომისიის პასუხი ბრიუსელიდან ანკარას მისამართით იმაზე მკაცრია, ვიდრე ოდესმე. მათ გაიხსენეს შარშანდელი გადაწყვეტილებები და ისაუბრეს მოსალოდნელ სანქციებზე, თუ თურქეთი საბერძნეთის მისამართით პროვოკაციებსა და მუქარას არ შეწყვეტს.

“თურქეთმა უნდა შეწყვიტოს ყველა მუქარა და ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას და პატივი უნდა სცეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო სივრცეში.

ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილებოდეს მშვიდობიანად, დიალოგის გზით, კეთილსინდისიერებითა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით, კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპის შესაბამისად. ჩვენ ველით, რომ თურქეთი იქნება კონსტრუქციული და თავშეკავებული, გარკვეული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. ის ორიენტირებილი უნდა იყოს ორ მხარეს შორის ურთიერთობების შენებაზე. სხვა შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, ევროკავშირში განვიხილოთ გარკვეული საკითხები და გავცეთ შესაბამისი პასუხი. ეს ორჯერ უკვე ვთქვით, საკმაოდ მკაფიოდ, გასულ წელსაც ევროპელ ლიდერთა შეხვედრაზე და ამ პოზიციაზე ვრჩებით დღემდე,” ასეთია ანკარას მისამართით გაკეთებული განცხადებები ევროკომისიიდან.

onalem

ტესტ