fbpx
პოლიტიკა

“ის, ვინც საზღვრებს არღვევს, ისჯება! ყოველი ბერძნული იარაღი არის შემაკავებელი ძალა” – კირიაკოს მიცოტაკი თურქეთს მიმართავს

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, თურქეთს კვლავ მკაცრი მესიჯები გაუგზავნა, კონკრეტული პირების აღნიშვნის გარეშე და ხაზგასმით განაცხადა, რომ “საბერძნეთის საზღვრები ლურჯია და არა ნაცრისფერი” და რომ “როგორც ისტორია გვასწავლის, ის, ვინც საზღვრებს არღვევს, ისჯება.”

“ყოველი ბერძნული იარაღი არის შემაკავებელი ძალა, ჩვენი სუვერენული უფლებების და ასევე, საერთაშორისო ლეგიტიმაციის დაცვის ფარი. ამას გარდაა, ის არის ურთიერთგაგების ხიდი ჩვენს მეზობელ ხალხებს შორის. ევროპაც და ნატოს წევრი ჩვენი მოკავშირეებიც ამას აღიარებენ. საბერძნეთი საზღვაო ძალების ახალი შენაძენით ბევრ მესიჯს აგზავნის.

ჩვენი ქვეყნის საზღვრები ლურჯია და არა ნაცრისფერი, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ მივიღოთ ახალი გადაწყვეტილებები, საზღვაო ძალების დამატებით გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამრიგად, ჩვენი საზღვაო ფლოტი ბევრად უფრო ძლიერი ხდება, ისევე როგორც, საჰაერო ძალები, 24 ახალი Rafale-თი, საერთაშორისო სასწავლო ცენტრით და ჯარით, რომელსაც აქვს გეგმა და მეთოდები. არასოდეს დამიმალავს, რომ შეიარაღებული ძალების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მსახურობენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, მინდა იცოდეთ, რომ ყველა ბერძენი მადლიერია თქვენი, ისინი გრძნობენ, რომ მათი უსაფრთხოება კარგ ხელშია, ამიტომაც ხუჭავენ თვალს ფოიერვერკებსა და მუქარებზე. ბერძენი ერი მხოლოდ სამართლიანობისა და ისტორიის ხმას უსმენს,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ