fbpx
საბერძნეთი

დაძაბულობა ΣΚΑΙ-ს პირდაპირ ეთერში – გადაცემის წამყვანებმა სტუმრები მიატოვეს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერში, დილის გადაცემაში, ბოლო დღეებში დებატები საკმაოდ ხშირად გადადის ხმამაღალ კამათში, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს დილით სტუმრებს საუბარი ძალიან გაუგრძელდათ და ვინაიდან აღარ ასრულებდნენ, ტელეწამყვანებმა ისინი უბრალოდ მიატოვეს და სტუდიის სხვა ნაწილში გადაინაცვლეს.

დაძაბულობა მოჰყვა უნივერსიტეტებში პოლიციის განთავსების თემას, რაზეც ΣΥΡΙΖΑ-ს ცენტრალური კომიტეტის წევრმა განაცხადა, რომ ის რომ სტუდენტი ყოფილიყო და დაენახა პოლიციის ოფიცრები უნივერსიტეტში, თავადაც ექნებოდა მძაფრი რეაქცია ამ ფაქტზე. თავის მხრივ, ვასილის დუმასმა მას ჰკითხა, აწუხებდა თუ არა, პოლიციის ყოფნა მისი სახლის გარეთ. მათი კამათი დიდხანს გაგრძელდა, წამყვანები ეუბნებოდნენ, რომ დრო აღარ ჰქონდათ, მაგრამ სტუმრები ყურადღებას არ აქცევდნენ და კამათობდნენ.

საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ მიკროფონებში აღარ ისმოდა და აზრი აღარ ჰქონდა მათ საუბარს.

onalem

ტესტ