fbpx
საბერძნეთი

დღეს ტემპერატურა 37 გრადუსამდე აიწევს – გვალვის პირველი ტალღა საბერძნეთში

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, საბერძნეთში გვალვის პირველი ტალღა უკვე ფიქსირდება და ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ რეგიონში 37 გრადუსს აღწევს, ასეთია მაგალითად თესალია, სადაც დღეს ყველაზე მეტად ცხელა.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ჰაერი 35-36 გრადუსამდე გათბება და იგივე ამინდი იქნება თესალონიკშიც. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ცხელი დღეები იქნება შაბათის ჩათვლით, ხოლო კვირიდან ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.

შედარებით არასტაბილური ამინდი იქნება ჩრდილოეთ საბერძნეთში, კვირას კი, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქარის ძალა 5 ბალს არ გადააჭარბებს.

კონკრეტულად ათენში ნალექი მოსალოდნელი არ არის მიმდინარე კვირაში.

onalem

ტესტ