fbpx
საბერძნეთი

მშობლების საჩივარი ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებს: რამდენიმე დღის ჩვილი რძით დაიხრჩო

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინ მოხდა. საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, ბავშვის მშობლები კი, საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და ექიმებს უჩივიან.

როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის ჩვილი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ეგონათ, რომ კოვიდით დაინფიცირდა. ადგილზე დადგინდა, რომ ბავშვს არ ჰქონდა კორონავირუსი და ზოგადად, სრულიად ჯანმრთელი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე განუცხადეს ექიმებმა, ისიც იკითხეს, რატომ მოხდა მისი ჰოსპოტალიზაცია, ვინაიდან არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა.

“გვეკითხებოდნენ, თუ რატომ მივიყვანეთ საავადმყოფოში ბავშვი, ჩვენ გვაკისრებდნენ პასუხისმგებლობას. დაახლოებით ერთ კვირაში უწყვეტად რეკავდნენ და მივხვდით, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მოვისმინეთ ის, რისი გაგონებაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა. გვითხრეს, რომ ჩვენი ბიჭი რძით დაიხრჩო. სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა საჩივრის შეტანისა,” ამბობს მისი მამა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა საავადმყოფოს პერსონალს, გამოძიება დაადგენს.

onalem

ტესტ