fbpx
საბერძნეთი

ნავის ჩაძირვას პაქსოსთან 12, ხოლო ხიოსთან 11 იმიგრანტი ემსხვერპლა – დაუსრულებელი ტრაგედიები საბერძნეთში

“როიტერი“-ის ინფორმაციით, საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ პაქსოსთან მოხდა.

საზღვაო დაცვამ 21 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. სამძებრო სამუშაოები რეგიონში ამ დრომდე გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ნავზე 50-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.

რაც შეეხება, ხიოსსა და თურქეთს შორის ჩაძირულ ნავს, გასულ ღამეს 11 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ცნობით, მხოლოდ 8-ის გადარჩენა მოხერხდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ