fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი – წვიმა და ტემპერატურის ვარდნა ნახევარ საბერძნეთში

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის საგანგებო პროგნოზს ავრცელებს.

კერძოდ, საბერძნეთის უმეტეს ნაწილში დღეიდან, 12 იანვრიდან, მოსალოდნელია ნალექი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა.

მოღრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი მაკედონიის, თრაკის, აღმოსავლეთ თესალიის, აღმოსავლეთ სტერეას, ევიისა და სპორადესის ტერიტორიებზე. ითოვებს მთიან რეგიონებში.

როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ტემპერატურა დაეცემა ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ატიკის რეგიონში დღეს საღამოს საათებიდან მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ძირითადად რეგიონის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით.

ტემპერატურა 04-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთით კი 4-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

რაც შეეხება თესალონიკს, ნავარაუდევია მოღრუბლულობა და წვიმა, მთიან რეგიონებში კი თოვლი.

ჰაერი მხოლოდ 6-9 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ