fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბავშვი უიშვიათესი გენეტიკური დაავადებით ათენიდან გერმანიაში გაამგზავრეს

ეს მისი სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო  – 10 თვის ბავშვი დღეს სპეციალური რეისით გერმანიაში გაემგზავრა. პატარა გოგონას იუშვიათესი გენეტიკური დაავადება აქვს. მისი მშობლები ავღანეთიდან არიან და მათზე ბერძნულმა ორგანიზაციამ “ბავშვის ღიმილი” იზრუნა. გარდა ამისა, სპეციალური რეისის და მკურნალობის ხარჯებს ბერძენი გემთმფლობელი ქალი დაფარავს.

ცნობილია, რომ ოჯახი ორად იყო გაყოფილი. მამა და მათი მეორე შვილი გერმანიაში იმყოფებოდნენ, ხოლო დედა და პატარა ხომა საბერძნეთში, მისი მდგომარეობის გამო. თუკი რეისი არ შესრულდებოდა, ისინი საბერძნეთში ჩაიკეტებოდნენ, რადგან ოჯახის გაერთიანების საბუთებს ვადა გასდიოდა.

10 თვის ბავშვს მგზავრობისას თან ახლდა პედიატრი და ორგანიზაციის ანესთეზიოლოგი.

“ეს ამბავი გავრცელდა და მხოლოდ ახლა გავიგე. ბავშვს გერმანიაში გამგზავრება და დამატებითი მკურნალობა სჭირდება, ის ძალიან ავად არის,” განაცხადა, ბიზნესმენმა, კლელია ხაძიიოანუმ.

onalem

ტესტ