fbpx
საბერძნეთი

ახალი ტალღა 2022 წელს საბერძნეთში – ექსპერტთა პროგნოზი კორონავირუსის ახალ ვარიანთან დაკავშირებით

მიკრობიოლოგიის პროფესორი, ათანასიოს ცაკრი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ეპიდვითარების შესაძლო განვითარების შესახებ საუბრობს.

მისი განმარტებით, ახალი 2022 წლიდან მოსალოდნელია პანდემიის ახალი ტალღის ძლიერი შემოტევა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ შტამს, ომიკრონს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც იმუნიტეტის ბევრად ძლიერი კედელი არსებობს, ომიკრონის გავრცელების მასშტაბები მაინც დიდია, დიდი ალბათობით, საბერძნეთშიც დაფიქსირდება იგივე დღესასწაულების შემდეგ. ეს ყველაფერი ომიკრონის გადამდებიანობის ძალიან მაღალი ტენდენციით არის გამოწვეული. 

ვაქცინის მე-3 დოზა არის სერიოზული ბარიერი ახალი შტამისგან გამოწვეული ტალღისთვის. აცრა გვიცავს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარსა და შემოდგომაზე ჩნდება ახალ-ახალი ვარიანტები, იმუნიტეტის კედელი ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ თავი სრულიად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.”

ამრიგად, პროფესორის თქმით, ახალი წლიდან, გამომდინარე იქიდან, რომ დღესასწაულებზე კვლავ დაფიქსირდება ხალხის შეკრებები თითქმის ყველგან, ვირუსს გავრცელების საკმარისი შანსი მიეცემა, თანაც ახალი შტამის არსებობის პირობებში.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გამოიყენოს უფასო თვით-ტესტირების შესაძლებლობა და დღესასწაულებამდე და მას შემდეგ მოახდინოს დიაგნოსტიკა, რადგან პანდემიის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ასიმპტომატური მდგომარეობა.

 

 

 

onalem

ტესტ