fbpx
საბერძნეთი

სექტემბრიდან “საიდუმლო” კონტროლი საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სექტემბრიდან საჯარო ტრანსპორტში ე.წ. “საიდუმლო მგზავრები” განლაგდებიან და “საიდუმლო” კონტროლს განახორციელებენ.

რას გულისხმობს ეს?!

აღნიშნულის შესახებ რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა ინფორმაცია. საუბარია კონტროლიორებზე, რომლებიც არა ბილეთებს ან საბუთებს, არამედ მგზავრთა პრეტენზიებსა და პრობლემებს შეამოწმებენ და ჩაიწერენ, რათა მდგომარეობა საჯარო ტრანსპორტში გარკვეულწილად მაინც გაუმჯობესდეს ხალხისთვის.

ეს იქნება ერთგვარი ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფები, რომლებიც სისტემატიურად იმუშავებენ და არ იქნებიან შესამჩნევი სხვა მგზავრებისთვის. ისინი არ შევლენ კონტაქტში არავისთან და არ მოითხოვენ ბილეთებს (ან საბუთებს). მათი მთავარი მიმართულება იქნება: სისუფთავის, საგზაო წესების, მძღოლის თავაზიანობისა და პროფესიონალიზმის, უსაფრთხოების და ა.შ. კონტროლი.

როგორც ცნობილი გახდა, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და პროექტი დაახლოებით 16.000 ევროს მოიცავს.

 

onalem

ტესტ