fbpx
საბერძნეთი

“მომდევნო 10-15 დღეში მშობლებმა ბავშვები უნდა აცრან, სკოლები არ დაიხურება” – აკის სკერცოს

როგორც ჩანს, საბერძნეთში ახალი სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, მთავრობა მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აკის სკერცომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა.

“მშობლებმა, რომლებსაც ბავშვები სკოლაში დაჰყავთ და ჯერ კიდევ აუცრელები ჰყავთ, უნდა იჩქარონ და მიიყვანონ ვაქცინის გასაკეთებლად მომდევნო 10-15 დღეში. მომავალ კვირას ვიწყებთ კამპანიას, რომლის მიზანიც იქნება მშობლების ინფორმირება, რომელთაც ჰყავთ 12-დან 17 წლამდე შვილები. ჩვენ ვუპასუხებთ ყველა გონივრულ კითხვას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა გააცნობიერონ, რომ კოვიდს უფრო მაღალი რისკები აქვს, ვიდრე აცრას.

ხაზგასმით ვამბობ, რომ წელს სკოლები არ გაიხსნება იმისთვის, რომ ისევ დაიკეტოს,”აცხადებს სკერცო.

ბოლო მონაცემებით, იზრდება ბავშვების ჰოსპიტალიზაცია და პროფესორები და ექიმები გასცემენ რეკომენდაციას, რომ მოკლე დროში აიცრან 12-დან 18 წლამდე მოზარდები. ფაქტობრივად, ეს უკვე არა რეკომენდაცია, არამედ აუცილებლობაა.

onalem

ტესტ