fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ სინდაღმაზე ვაქცინის მოწინააღმდეგე 5 პირი დააკავა

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ საღამოს ათენის ცენტრში, სინდაღმის მოედანზე, სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

აღნიშნულის გასაპროტესტებლად სინდაღმის მოედანზე 7.500-მდე ადამიანი შეიკრიბა, რაც შემდეგ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა და ოფიცრებმა საერთო ჯამში 47 ადამიანი გადაიყვანეს განყოფილებაში.

ირკვევა, რომ 47-დან 5 ოფიციალურად რჩება პატიმრობაში.

პოლიციამ გაუშვა ცრემლსადენი გაზი და არეულობა დიდხანს არ გაგრძელებულა, დემონსტრანტებს ჰქონდათ შემდეგუ ლოზუნგი: “ბერძნები არ იღებენ იძულებასა და ბრძანებებს.” ამას გარდა, მიტანილი ჰქონდათ ხატები.

შეგახსენებთ, რომ ზეგიდან, 1 სექტემბრიდან მედიკოსები, რომლებიც აუცრელნი არიან, სამსახურებს დატოვებენ.

 

onalem

ტესტ