fbpx
საბერძნეთი

პოლიციის გაძლიერებული მუშაობა ატიკაში – 71 დაკავებული ბოლო 24 საათში

საბერძნეთის პოლიციის გაძლიერებული მუშაობის ფარგლებში დაკავებების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, მცირდება კრიმინალი. პოლიციამ ბოლო 24 საათის მანძილზე ატიკის რეგიონში, ძირითადად ათენის ცენტრში, საერთო ჯამში 71 პირი დააკავა, სხვადასხვა ბრალდებით.

კერძოდ, მონაცემების მიხედვით, შემოწმდა 2.446 პირი და 1.457 მანქანა, ეჭვმიტანილად დასახელდა 398 მათგანი, საბოლოოდ კი 71 აიყვანეს.

დაკავებულთაგან 13 არალეგალი ემიგრანტია და საბუთების არქონის გამოა დაკავებული, 11 პირს ძარცვის ბრალდება აქვს, 9 – ნარკოტიკებით ვაჭრობა, 7 – შეიარაღებული ყაჩაღობა, 4 – იარაღის უკანონო შენახვა, 27-ს კი სხვადასხვა კანონდარღვევები.

ნაპოვნი იქნა 7 მოპარული ავტომობილი და რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალებები.

onalem

ტესტ