fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: ჯარიმის გადასახდელად მისულმა ქალმა თანხა ვერსად გადაიხადა

როგორც უკვე ცნობილია, მოწევის წინააღმდეგ მიმართული ახალი კანონის მიხედვით, ჯარიმდება როგორც დაწესებულების მფლობელი, რომელშიც კონკრეტული პირი სიგარეტს მოიხმარს, ასევე თავად მომხმარებელი. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ლამიას ერთ-ერთ კაფეში, სადაც ბერძენი ქალი დააჯარიმეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საგადასახადოში მივიდა, რათა კუთვნილი ჯარიმა, 100 ევრო გადაეხადა და კანონმორჩილი მოქალაქესავით მოქცეულიყო, თუმცა, ადგილზე წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ სად და რა ფორმით უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა. როგორც ქალი ამბობს, მას უთხრეს რომ არც KEP-ში მისულიყო, რადგან არც იქ იცოდნენ ამ ჯარიმის შესახებ.

“ვეწეოდი და ამისთვის დამაჯარიმეს. მივედი საგადასახადოში და წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ უნდა მიეღოთ ეს თანხა, რომელ პროგრამაში შესულიყვნენ და როგორ მოეცათ რაიმე დამადასტურებელი ქვითარი, რომ ჯარიმა გადახდილი მქონდა. გინდა, რომ გადაიხადო, გინდა, რომ კანონმორჩილი მოქალაქე იყო, მაგრამ გიწერენ ჯარიმებს, რომლის შესახებაც თავადაც არ იციან,” ამბობს ის.

onalem

ტესტ