fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ΑΦΜ და ΑΜΚΑ ახალ პირადობის მოწმობებზე 2020 წლიდან

საბერძნეთის ციფრული სისტემების მართვის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკისი ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობების გაცემის შესახებ საუბრობს.

როგორც პიერაკაკისმა განმარტა, მოსახლეობა აიღებს პირადობის ისეთ მოწმობებს, რომელზეც დატანილი იქნება ყველა ის დეტალი, რომელსაც აქამდე ძველი მოწმობები არ შეიცავდა. ეს ნიშნავს, რომ ბერძნული პირადობის მოწმობის მქონე პირს შეეძლება თავი აარიდოს ბიუროკრატიას.

ახალი პირადობის მოწმობებით ბევრად მარტივი იქნება მფლობელის იდენტიფიცირება და ბარათს ექნება მრავალი ფუნქცია. შესაძლებელია საბანკო სისტემების კოდების დატანაც კი, როგორც ეს ევროპულ დირექტივებშია გათვალისწინებული.

რაც ყველაზე მთავარია, მინისტრმა განაცხადა, რომ პირადობის მოწმობაზე აუცილებლად იქნება განთავსებული ΑΦΜ და ΑΜΚΑ, რაც მოქალაქეს გაუმარტივებს სხვადასხვა მომსახურებების მიღებას.

onalem

ტესტ