fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ბავშვები სახლში მარტო იყვნენ, 10 წლის გოგონა აუზში იხრჩობოდა, მაგრამ დამ გადაარჩინა

10 წლის გოგონას სიცოცხლის არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა, მაგრამ მისმა 14 წლის დამ ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად. ის გახდა პირველი ბავშვი ათენიდან, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იხსნა და როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ნეფელი, 10 წლის გოგონა დაიღუპებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის დანაი და 14 წლის ნეფელი სახლში მარტო იმყოფებოდნენ, აუზში თამაშობდნენ და ნეფელიმ დაინახა, რომ მისი და წყალში იხრჩობოდა. მან მაშინვე პირველადი დახმარება აღმოუჩინა და მაქსიმუმი გააკეთა, რომ და გონზე მოეყვანა, მაგრამ მდგომარეობა რამდენიმე წუთით უიმედო იყო.

ნეფელი არ დაიბნა, სწორად შეასრულა სკოლაში ნასწავლი პირველადი დახმარების ყველა ეტაპი. ხელოვნური სუნთქვის ჩატარების შემდეგ გოგონამ სუნთქვა დაიწყო და 10 წლის და გადაარჩა.

ბერძნულ სკოლებში პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსები რამდენიმე ხნის წინ დაიწყო, პროგრამის სახელია “ბავშვები იცავენ სიცოცხლეს.”

onalem

ტესტ