fbpx
საბერძნეთი

“თუ მშობლებს რამეს იტყვით, თავს მოვიკლავ და თქვენი ბრალი იქნება” – 44 წლის მწვრთნელი გოგონებს ემუქრებოდა

ილიუპოლში 44 წლის მწვრთნელის დაკავების ამბავთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, მამაკაცს ბრალად არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობა ედება, ხოლო მათ გასაჩუმებლად მუქარისა და შანტაჟის სხვადასხვა გზებს მიმართავდა.

როგორც ირკვევა, ის მოზარდებს ეუბნებოდა, რომ თუ მშობლებს რამეს ეტყოდნენ მათ შორის არსებული ინტიმური კავშირის შესახებ, თავს მოიკლავდა და ამ ყველაფერში დამნაშავეები ისინი იქნებოდნენ, მათ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა.

პარალელურად, მედია ავრცელებს კადრებს, რომ სპორტული სკოლის ბოლო სართულზე მოწყობილი ჰქონდა სპეციალური ოთახი, ფაქტობრივად, სახლივით, სადაც ღამით რჩებოდა ხოლმე.

მამაკაცს მძიმე ბრალდებები აქვს, მისი დანაშაულებრივი ქმედებები კი, 2009 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ, ვინაიდან ბევრი წელი შეუმჩნეველი რჩებოდა, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ არასოდეს გამჟღავნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული თავად არასრულწლოვანი შვილის მამაა.

onalem

ტესტ