fbpx
საბერძნეთი

მხოლოდ საბერძნეთში?! 569,50 ევრო წყლის ქვითარზე და შოკირებული მოსახლეობა

თესალონიკში, კერძოდ, ლაგადას მოსახლეობა თვალებს არ უჯერებს, როდესაც სახლში წყლის ქვითარი მისდით და იქ აღნიშნულ რიცხვს ხედავენ. გადასახდელი თანხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს ადამიანები წყლის ნაცვლად, ნავთობს მოიხმარენ, როგორც ამას თავად ამბობენ, იუმორით. თუმცა, საქმე სასაციილოდ ნამდვილად არ არის.

როგორც ირკვევა, ლაგადაში წყლის გადასახადი მოდის 500-დან 1.000 ევრომდე, იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთ ოჯახში 6 თვის გადასახადი მივიდა 1,092 ევრო, რეალურად კი, მათ ამ რაოდენობის წყალი ნამდვილად არ დაუხარჯავთ. არსებული ცნობებით, ამ რეგიონში არსებობს დიდი დავალიანება და აღნიშნული ციფრები მოსახლეობის ჯიბეზე ნაწილდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის გასაგებია, რომ გადასახადები შესაძლოა გარკვეულწილად გაიზარდოს, მაგრამ რიცხვები, რომლებსაც ქვითრებზე ხედავენ ასტრონომიულია.

 

 

onalem

ტესტ