fbpx
საბერძნეთი

სახიფათო კლიმატური ფენომენი კვირას და ორშაბათს – საიდან იწყება ამინდის გაუარესება?!

მიმდინარე კვირის ბოლოს საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება და სინოპტიკოსები სახიფათო კლიმატური ფენომენის შესახებ საუბრობენ.

პარასკევს ამინდი თავდაპირველად საბერძნეთის დასავლეთით გაუარესდება და მოსალოდნელია უხვი ნალექი, თუმცა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე შენარჩუნდება კარგი ამინდი.

შაბათიდან ნელ-ნელა დაიწყება ღრუბლიანობის გავრცელება და კვირას, 24 ოქტომბერს, კლიმატური ფენომენი ერთბაშად დაატყდება თავს მთელ საბერძნეთს. კონკრეტულად ატიკაში ორშაბათამდე შენარჩუნდება.

პარასკევსა და შაბათს იწვიმებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო კვირას მთელ საბერძნეთში. კვირას ტემპერატურაც საგრძნობლად დაეცემა, ხოლო ქარის ძალა ზოგიერთ რეგიონებში 5-7 ბალს მიაღწევს.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე კვირა დღეს უნდა გამოიჩინოს, მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო.

 

onalem

ტესტ