fbpx
საბერძნეთი

აგიოს პანტელეიმონას: პაკისტანელის სახლში არასრულწლოვან გოგონას მიაგნეს, რომელიც ბავშვთა სახლიდან გაიქცა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში არასრულწლოვანი ალბანელი გოგონა იპოვეს, რომელიც პაკისტანელ მამაკაცთან ერთად 6 თვის მანძილზე ცხოვრობდა.

ირკვევა, რომ გოგონა პალინის ერთ-ერთი მასპინძელი სტრუქტურიდან გაიქცა, რადგან იქაური პირობების ატანა არ შეეძლო. 2021 წლის ივლისის თვეში მან ომონიაზე პაკისტანელი მამაკაცი გაიცნო, რომელმაც დაარწმუნა, რომ თავის ბინაში წაჰყოლოდა და იქ ეცხოვრა.

პოლიცია გოგონას გაქცევის დღიდან ეძებდა, საბოლოოდ კი, ოფიცრები მის კვალზე გავიდნენ და აგიოს პანტელეიმონაზე მდებარე ბინაში იპოვეს. მისივე თქმით, 29 წლის პაკისტანელთან ინტიმური ურთიერთობაც ჰქონდა და ხშირად იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც ამ საცხოვრებელში ბევრი სხვა მისი თანამემამულეც რჩებოდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა მშობლებმა მიატოვეს, ძმა კი ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო და ამ მიზეზით გარდაიცვალა.

onalem

ტესტ