fbpx
კრიმინალი

ვინ არის 24 წლის გოგო, რომელიც სამ პირს გაუპატიურებაში ადანაშაულებს?!

პარასკევს 24 წლის გეორგია ბიკა ახალ ჩვენებას მისცემს დანაშაულთან დაკავშირებით, რომელშიც ის ბრალს სამ პირს სდებს. გეორგია თესალონიკის გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურაა, გოგო, რომელზეც სამმა პირმა იძალადა, როდესაც გონზე არ იყო. ჩვენების მიცემის პროცესს დაესწრება ფსიქოლოგიც, რათა მისი ნათქვამი შეფასდეს.

ადვოკატის, თანასის ზიოგას თქმით, გოგონას სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს, რაც ძალადობაზე მეტყველებს, ხოლო რაც შეეხება მის სხეულში აღმოჩენილ ნივთიერებას, კვირის ბოლომდე იქნება ექსპერტიზის ზუსტი პასუხები და შესაბამისად, ბრალდებები შეიძლება შეიცვალოს. ამ ეტაპისთვის საუბარია გაუპატიურებაზე, მაგრამ თუ დადგინდება, რომ გეორგიას სასმელში რაიმე აბი ჩაუყარეს, ბრალდება დამძიმდება.

ბატონო ზიოგა ამბობს, რომ მას დაუკავშირდა კიდევ ორი ქალბატონი, რომელიც მსგავსი სახის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატი მოუწოდებს ქალებს, ხმა ამოიღონ, იჩივლონ, ენდონ ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ.

onalem

ტესტ