fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 18 წლის ბიჭმა 16 წლის ძმა მაკრატლით მოკლა, რადგან მისი მაისური ჩაიცვა

საზოგადოება შეძრა ათენში, კერძოდ, ნეა სმირნიში მომხდარმა შემთხვევამ. როგორც მედია იუწყება, 18 წლის ბიჭმა 16 წლის ძმას მაკრატლით მკერდის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

18 წლის ბიჭი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას ჩვენება მისცეს მისმა დედამ და ბებიამ, მათი განცხადებით, ძმებს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა ტანსაცმლის გამო, სავარაუდოდ, 16 წლის ბიჭმა ძმის მაისური ჩაიცვა ნებართვის გარეშე, შემდეგ ბიჭები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმა მეორეს გულის არეში მაკრატელი ჩაარჭო.

როგორც ირკვევა, უფროსები მათ გაშველებას ცდილობდნენ, მაგრამ 18 წლის ბიჭმა ძმის სასიკვდილოდ დაჭრა მაინც მოახერხა. ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა, პოლიცია კი, მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან ყვირილის ხმა გაიგეს.

პოლიციამ თავდაპირველად სახლში მყოფი ყველა პირი გადაიყვანა განყოფილებაში, ხოლო საბოლოოდ პატიმრობაში მხოლოდ 18 წლის ბიჭი დატოვეს.

 

onalem

ტესტ