fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დღეიდან მაღაზიები კვლავ ღიაა – ისინი იმუშავებენ კვირას, 31 დეკემბრსაც!

ორდღიანი დასვენების შემდეგ, დღეიდან, 27 დეკემბრიდან, მაღაზიებმა კვლავ განაახლეს მუშაობდა და სადღესასწაულო გრაფიკით იქნებიან ღია. შობა უკვე დადგა, მაგრამ წინ ახალი წელი გვაქვს და 1-ლი იანვრის ღამისთვისაც აქტიური მზადებაა, შესაბამისად, კვირა დღის ჩათვლით ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ საჩუქრები შევიძინოთ საყვარელი ადამიანებისთვის.

გრაფიკი დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შემდეგნაირად გამოიყურება:

– ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, 09:00 – 21:00
-ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 09:00 – 21:00
-პარასკევი, 29 დეკემბერი, 09:00 – 21:00
-შაბათი, 30 დეკემბერი, 09:00 – 18:00
-კვირა, 31 დეკემბერი, 11:00 – 18:00
– ორშაბათი, 2024 წლის 1 იანვარი, დასვენება
-სამშაბათი, 2 იანვარი, დასვენება.

onalem

ტესტ