fbpx
საბერძნეთი

გაფიცვა ხვალ თესალონიკში – რომელ საათებში არ იმუშავებენ ავტობუსები?!

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში ხვალ საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები იფიცებიან.

კერძოდ, ქალაქის ავტობუსები არ იმოძრავებენ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლების გაერთიანება ითხოვს, ახალ ხელშეკრულებებს მოაწერონ ხელი, რომლებიც მათი ინტერესების გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერშია შედგენილი.

ამრიგად, ხვალ, 26 მაისს, ოთხი საათის მანძილზე ქალაქში ავტობუსები არ იმოძრავებენ.

onalem

ტესტ