fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: თევზეულში 14.829 ევრო გადაიხადეს და იმდენად მოეწონათ, რომ 3.000 ევრო ზედმეტად დატოვეს

მიკონოზე არსებული ფასები გამაოგნებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. მიკონოს რესტორნების თანამშრომლები კი, ხშირად ვარდებიან ისეთ შემთხვევებში, როცა ასე, უბრალოდ, ათასობით ევროს იღებენ, როგორც საჩუქარს, რომელსაც შემდეგ ინაწილებენ.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მიკონოს ერთ-ერთ რესტორანში ესპანელებისა და ბერძნების სამეგობრომ ზღვის პროდუქტები შეუკვეთეს, მათ შორის ლობსტერი, მორიელი და ა.შ. მათ საყვარელი კერძები მიირთვეს და როგორც ჩანს, იმდენად კმაყოფილები დარჩნენ, რომ რესტორანში 3.171 ვერო ზედმეტად დატოვეს, როგორც საჩუქარი.

აღსანიშნავია, რომ თავად იმ კერძების ღირებულება, რომლებიც შეუკვეთეს, 14 829 ევრო იყო, თუმცა, ჯამში მათ მხოლოდ ერთ კვებაში, ფაქტობრივად, 18.000 ევრო გადაიხადეს.

როგორც ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით ირკვევა, მიკონოზე ყველაზე “ეკონიმიური” სუვლაკის ფასი 25 ევროა, ხოლო თუ ტრადიციულ ბერძნულ კერძთან ერთად ლუდის მირთმევასაც მოისურვებთ, მინიმუმ 50 ევროს გაღება მოგიწევთ.

onalem

ტესტ