fbpx
საბერძნეთი

სანტორინი: ფრანგებს მუქარით 5.000 ევრო გადაახდევინეს ნაქირავები მანქანის “დაზიანებისთვის”

მიკონოს შემდეგ უცნაური ამბებით სანტორინზე გადავინაცვლეთ, სადაც როგორც ფრანგი ტურისტები აცხადებენ, მუქარის საშუალებით 5.000 ევრო გადაახდევინეს, თანაც, სრულიად აბსურდული მიზეზით.

როგორც ირკვევა, ფრანგმა წყვილმა პოპულარულ კუნძულზე იქირავა მცირე ზომის მანქანა, Nissan Micra. ისე, რომ მათ კონკრეტულად რაიმე ზიანი არ გამოუწვევიათ, მანქანა უეცრად გაჩერდა და აღარ მოძრაობდა. ისინი დაიბარა ოფისის ხელმძღვანელმა, საიდანაც მანქანა იქირავეს და უთხრეს, რომ 5.000 ევრო დაუჯდებოდათ ზიანის გამოსწორება ანუ კომპენსაცია უნდა გადაეხადათ დაზიანების გამო, რომელიც თავად არ გამოუწვევიათ.

ტურისტები აღნიშნავენ, რომ როდესაც პროტესტი გამოთქვეს, დაემუქრნენ, უთხრეს, რომ იცოდნენ, რომელ სასტუმროშიც იყვნენ გაჩერებულები და აუცილებლად აგებდნენ პასუხს ამ ყველაფრისთვის. ისიც დასძინეს, რომ საერთოდ კუნძულის დატოვებას ვერ შეძლებდნენ, საბოლოო კი, 5.400 ევრო გადაახდევინეს.

onalem

ტესტ