fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის მე-4 ტალღა მალე დაიწყება, რთული აგვისტო საბერძნეთში – ექსპერტთა “განგაში”

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წევრები თამამად აცხადებენ, რომ ივლისის თვეში კორონავირუსის გავრცელების მე-4 ტალღა გველის და აღნიშნულიდან გამომდინარე, აქცენტს აკეთებენ ვაქცინაციის დაჩქარების მნიშვნელობაზე, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ.

დიმოსთენის სარიიანი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს მოსახლეობის აქტიური გადაადგილება და მოგზაურობა, შესაბამისად, აგვისტოში მოსალოდნელია, რომ ყოველდღიური მონაცემები 1.000-სს გადააჭარბებს და სექტემბერში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან გაბატონდება ინდური შტამი (დელტა).

“მიღებული ზომები უბრალოდ დამხმარეა, ხოლო ერთადერთი, რაც ნამდვილად ეფექტურად გვიცავს, არის ვაქცინა. როგორც უკვე ვთქვი, იმისთვის, რომ უარესს თავი დავაღწიოთ, აგვისტოში ზრდასრულ მოსახლეობაში ვაქცინირებულთა პროცენტულმა მაჩვენებელმა უნდა მიაღწიოს 83%-ს.

ვაქცინაციის დროს რისკი წარმოუდგენლად მცირეა იმისთვის, რომ ვინმემ გადაწყვიტოს, არ აიცრას,” აცხადებს პროფესორი.

 

 

onalem

ტესტ