fbpx
საზოგადოება

29 წლის ქალს არ აქვს დაზიანებები, ის ხევში არ ჩავარდნილა – ვიოლეტის იდუმალებით მოცული გარდაცვალება კრეტაზე

კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში, 29 წლის ფრანგი ქალის გარდაცვალება კვლავ იდუმალებით არის მოცული. როგორც უკვე ცნობილია, მისი ცხედარი ერთ-ერთ ხევში იპოვეს, მიტოვებული მანქანიდან 5 კილომეტრში.

ამ დრომდე უცნობია გარემოებები, რომელთა გამოც საბერძნეთში ჩამოსული ტურისტი გარდაიცვალა და ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თუმცა, პირველადი დათვალიერების შედეგად, მაშველები აცხადებენ, რომ მას არ აქვს გარეგანი დაზიანებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ვიოლეტი გადავარდა და დაცემის შედეგად დაიღუპა. ამას გარდა, ის დიდ სიღრმეზე არ უპოვიათ, არამედ საკმაოდ მარტივად მოხდა მაშველების ადგილზე ჩასვლა.

ამ დროისთვის პოლიცია განიხილავს ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ტურისტმა ფეხით გავლა გადაწყვიტა დიდ მანძილზე, თუმცა, ძლიერი სიცხის პირობებში, ვერ შეძლო, საბოლოოდ დაიბნა და მანქანამდე მიმავალი გზა დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვიოლეტის სიკვდილის მიზეზის დადგენას ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც არსებულ კითხვებს პასუხებს გასცემს.

onalem

ტესტ